2016-06-06
ბრძანება №:16/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა კვლევითი პროექტების წინასწარი განხილვის, პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№16/29 - 01
31.05.2016
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა კვლევითი პროექტების წინასწარი განხილვის, პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის ბატონ სერგო მელაძის 2016 წლის 30 მაისის №439/29 წერილის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეიქმნას ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა კვლევითი პროექტების წინასწარი განხილვის, პრაქტიკის ანგარიშებისა და კვლევითი პროექტების დაცვების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
გ) ასისტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
დ)მერაბ ზედგინიძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის მთავარი სპეციალისტი, ეკონომიკის დოქტორი;
ე) ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია;
ვ) მამუკა ხუსკივაძე – ეკონომიკისა და და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი;
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება