2015-07-13
ბრძანება №:17/29 - 1
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ“ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 10 ივნისის №13/29 - 1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№17/29 - 1
30.06.2015
ქ.თბილისი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ“ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 10 ივნისის №13/29 - 1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ“ ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 10 ივნისის №13/29 - 1 ბრძანებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1.1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე“;
1.2. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;“
1.3. ბრძანების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №513) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს:
ა)მოდული: მარკეტინგი 30.07.2015, 10:00 სთ-ზე;
ბ)მოდული: საერთაშორისო ბიზნესი 30.07.2015, 10:00 სთ-ზე;
გ) მოდული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი 30.07.2015, 10:00 სთ-ზე;
დ) მოდული: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი 30.07.2015, 10:00 სთ-ზე;
ე) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე 31.07.2015, 10:00 სთ-ზე და 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ვ) მოდული: მენეჯმენტი 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ზ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა 3.08.2015, 10:00 სთ-ზე და 4.08.2015, 10:00 სთ-ზე.
1.4. ბრძანების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, უნივერსიტეტის X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №515) ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს:
ა) მოდული: მაკროეკონომიკა 30.07.2015, 10:00 სთ-ზე და 31.07.2015, 10:00 სთ-ზე;
ბ) მოდული: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა 31.07.2015, 10:00 სთ-ზე;
გ) მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა 01.08.2015, 10:00 სთ-ზე;
დ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ე) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა 1.08.2015, 10:00 სთ-ზე;
ვ) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა 1.08.2015, 10:00 სთ-ზე.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისდეკანი, პროფესორი თ. ბერიძე
« უკან დაბრუნება