ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-27

სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენის ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

N   #8/23_01                                                     26. 03. 2013
სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენის ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 08/01–01 ბრძანებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1.    დაევალოს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ძირითად  საშტატო და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს მისივე მიზეზით გამოწვეული გაცდენილი მეცადინეობის შესახებ  ახსნა–განმარტებითი ბარათი წარუდგინოს მონიტორინგის სამსახურს არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში;
2.    დაევალოს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ძირითად  საშტატო და მოწვეულ აკადემიურ პერსონალს მისივე მიზეზით გამოწვეული ან დასვენების დღეებით განპირობებული გაცდენილი მეცადინეობის აღდგენის თარიღის  შესახებ  მიაწოდოს  ინფორმაცია ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
3.    დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს მიაწოდოს  გაცდენილი მეცადინეობის აღდგენის განრიგი ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებს (კათედრებს) და მონიტორინგის სამსახურს;
4.     ეთხოვოს მონიტორინგის სამსახურს სააუდიტორიო მეცადინეობების გაცდენისა  და აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
5.    დაევალოს კონტროლი ბრძანების  შესრულებაზე  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
6.    ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის                                                                                         ა. ხელაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე