ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-14

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამივლინებო თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№11/01-01                                          14. 05. 2012

ფაკულტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამივლინებო თანხების გეგმაზომიერად განკარგვის მიზნით

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები დეკანის №9 ბრძანებაში (27.04.2012წ.) და  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,განისაზღვროს სამივლინებო დაფინანსების მიღების მოთხოვნისას ფაკულტეტის კანცელარიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და დოკუმენტების წარმოდგენის ვადა.”
  2. შევიდეს ცვლილებები და დამატებები დეკანის №9 ბრძანებაში (27.04.2012წ.) და  ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს “ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
    ,,დოკუმენტების წარმოდგენა ფაკულტეტის კანცელარიაში მოხდეს ღონისძიების ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 1 თვისა”.
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                                    ა.  ხელაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე