2014-01-29
ბრძანება №:01/29

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა


N#01/29                                                                29.01.2014    
ივანე  ჯავახიშვილის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი   2014  წლის   სტუდენტთა სამეცნიერო  ფორუმის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ვ ბ რ  ძ ა ნ ე ბ:
1.    ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ, თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის # 151/01–01 ბრძანების (იხ.დანართი) შესაბამისად;
2.  კონკურსში მონაწილეობა უფლება ეძლევათ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
 3.  წარდგენილ იქნეს მოხსენებები ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის კანცელარიაში   2014  წლის  28  თებერვალამდე, 18:00 სთ  (თსუ X კორპ. ოთახი N310);
4. კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია განთავსდეს  ეკონომიკისა და    ბიზნესის  ფაკულტეტის ვებ–გვერდზე;
5.   კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
6.   ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ.                                 თ. ბერიძე

« უკან დაბრუნება