2014-06-09
ბრძანება №:10/29 - 1

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტატისტიკის კათედრის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,გლობალიზაცია და სტატისტიკის“ საორგანიზაციო კომიტეტის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№  10/29 - 1 
09.06.2014          
ქ.თბილისი       
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტატისტიკის კათედრის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,გლობალიზაცია და სტატისტიკის“ საორგანიზაციო კომიტეტის დამტკიცების შესახებ

     
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 14 მარტის (სხდომის ოქმი №4)  გადაწყვეტილების  საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს  კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ა)თეიმურაზ ბერიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, თავმჯდომარე;
ბ)სიმონ გელაშვილი – ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მარინა ჩავლეიშვილი – დეკანის მოადგილე;
დ) აკაკი მიქაბერიძე – დეკანის მოადგილე;
ე)მანანა ლობჟანიძე – ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  სამსახურის უფროსი;
ვ)უჩა გოგიშვილი – ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ზ) გიორგი გაფრინდაშვილი – თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე;
თ)პროფესორი ნოდარ ხადური;
ი) პროფესორი დავით ნარმანია;
კ)პროფესორი ქეთევან მარშავა;
ლ)პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
მ)ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე
ნ)ასოცირებული პროფესორი მარინე მინდორაშვილი
ო)ასისტენტ–პროფესორი ზამირა შონია
პ)ასისტენტ–პროფესორი მაია გიორგობიანი
ჟ)პროფესორის ასისტენტი ქეთევან ჩიტალაძე
2.    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომები ჩატარდეს საჭიროებისამებრ.
3.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელსაყრელ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



ფაკულტეტის დეკანი                     თეიმურაზ ბერიძე 
« უკან დაბრუნება