2014-10-31
ბრძანება №:23/29 -1

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 28 ოქტომბრის №22/29 – 1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
№   23/29 -1     
31.10.2014         
ქ.თბილისი     
                                                                                                                                                                                
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 28  ოქტომბრის №22/29 – 1 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ                                                                                                                                      
            
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების მე-13 მუხლის მეორე პუნქტისა და ასისტენტ-პროფესორის ლ. ქადაგიშვილის 2014 წლის 31 ოქტომბრის №7094/29 წერილის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალ სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებზე (კათედრებზე) ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების ჩატარების შესახებ“ დეკანის 2014 წლის 28 ოქტომბრის  №22/29 -1 ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს;
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
    


დეკანი, პროფესორი                                  თ. ბერიძე           

« უკან დაბრუნება