2016-01-12
ბრძანება №:34/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 34/29 - 01 
28.12.2015
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ    
   

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) ზვიად ზედგინიძე - სადისერტაციო თემა: „მაკროეკონომიკური და ფინანსური ურთიერთკავშირების მოდელირება საქართველოს მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი ნოდარ ხადური;
ბ) გიორგი ჭურაძე - სადისერტაციო თემა: „ადამიანური რესურსების ფორმირებისა და მართვის სრულყოფის გზები ქართულ ბანკებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი;
გ) იოსებ მამუკელაშვილი  - სადისერტაციო თემა: „ საკუთარი კაპიტალის სტრუქტურის ანალიზის მეთოდოლოგია და რეგულირების კონცეპტუალური პრობლემები საქართველოს სააქციო საზოგადოებების მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელე: პროფესორი ელენე ხარაბაძე, თანახელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი;
დ) ნინო რამიშვილი - სადისერტაციო თემა: „მომარაგებისა და მარაგების მართვის ოპტიმიზაცია საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
ე) გიორგი კაპანაძე  - სადისერტაციო თემა: „საწარმოთა ფინანსური სტაბილურობის ანალიზის სრულყოფის საკითხები (სახელმწიფო კონტროლს საქვემდებარებულ საწარმოთა მაგალითზე)“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
ვ) სალომე ტყებუჩავა  - სადისერტაციო თემა: „პერსონალის მოტივაციის სტრატეგიები ქართული კომპანიების მაგალითზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,      პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე 

« უკან დაბრუნება