2015-06-17
ბრძანება №:15/29 - 1

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№15/29 - 1
12.06.2015
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ 2014-2015  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი  მაია მარგველაშვილი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  პროფესორი დავით ნარმანია;
გ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
დ)  ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
ე) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე – კომისიის მდივანი;
ვ) ასოცირებული პროფესორი მარინე კობალავა;
ზ) ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
თ) ასისტენტ პროფესორი ნატო კაკაშვილი.
2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, თსუ მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი №06) განხორციელდეს 10.07.2015 წ., 10:00 სთ-ზე;
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.




ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანი, პროფესორი     თ. ბერიძე

« უკან დაბრუნება