2015-12-09
ბრძანება №:32/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
 
№   32/29 - 01
08.12.2015
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საბიუჯეტო კომისიის შემდეგი შემადგენლობა:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – ფაკულტეტის დეკანი;
ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
დ) ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური;
ე) აკაკი მიქაბერიძე – მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში.
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 17 მარტის №13 დადგენილება,   2011 წლის 25 მარტის №14 დადგენილება, 2013 წლის 28 იანვრის №04/23-01 ბრძანება, ასევე ყველა ის ბრძანება თუ დადგენილება, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა ამ დადგენილებებში.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,   პროფესორი   თეიმურაზ ბერიძე   

« უკან დაბრუნება