ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
#10/01-01 27. 04. 2012
თსუ რექტორის (#43/01-01; 18.04.2013წ.) ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, სტიპენდიების მიღების მოთხოვნისას წარმოსადგენი საბუთების ნუსხა და საბუთების მიღების ვადა;
2. სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადი განცხადება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი და კონფერენციის პროგრამა;
დ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ქსეროასლი, სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;
ე) საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან). პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით;
3. საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საინფორმაციო მომსახურების ცენტრში - თსუ X (მაღლივი) კორპუსი 204ა აუდიტორია, საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 29 აპრილი, 18:00 სთ.
4. შეიქმნას სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) აკაკი ხელაძე _ ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე)
2) აკაკი მიქაბერიძე _ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
3) ელგუჯა მექვაბიშვილი _ ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფაკულტეტის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
4) ბაბულია მღებრიშვილი ¬_ ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
5) მანანა ლობჟანიძე _ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
6) ია ნაცვლიშვილი _ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
7) ნინო პაპაჩაშვილი _ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
5. კომისიამ სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განახორციელოს არაუგვიანეს 2013 წლის 7 მაისისა;
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
7. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე