2015-05-07
ბრძანება №:12/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

 
სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№12/29 - 01
1.05.2015     
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
ა) სოფიკო გელაშვილი - სადისერტაციო თემა: ,,ინფორმაციული საზოგადოების ფორმირების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ემერიტუსი მურთაზ მაღრაძე;
ბ) ლუკა კუბლაშვილი - სადისერტაციო თემა: „საბანკო სექტორის მნიშვნელობა და საპროცენტო განაკვეთების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი ნოდარ ხადური;
გ) ალექსანდრე ერგეშიძე - სადისერტაციო თემა: „გაცვლითი კურსის ზეგავლენა მაკროეკონომიკურ გარემოზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
დ) მედეა ხარაიშვილი - სადისერტაციო თემა „ადამიანური კაპიტალის ფორმირება და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
ე) თათა მესხორაძე - სადისერტაციო თემა „პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ინსტიტუციური ანალიზი“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
ვ) ლევან ლაგვილავა - სადისერტაციო თემა „ საქართველოს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტები და მისი როლი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა;
ზ) გიორგი ბრეგაძე - სადისერტაციო თემა „ტურიზმის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების პრიორიტეტები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი;
თ) შორენა ფარჯიანი - სადისერტაციო თემა „ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გავლენის სტატისტიკური კვლევა“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ქეთევან მარშავა.
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი      თეიმურაზ ბერიძე     
« უკან დაბრუნება