2020-10-06
ბრძანება №:22/29 -01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№22/29 -01
29.09.2020
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებისმე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისსაფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდეს ბაკალავრიატის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია2020 წლის 20 ნოემბერს.
2.
კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი - 500 ლარი
ბ) II ადგილი - 300 ლარი
გ)III ადგილი - 200 ლარი
3. 2020 წლის 18 ნოემბრამდე განხორციელდეს სტუდენტთა კონფერეციის I ეტაპის (საკათედრო) ორგანიზება/ჩატარება და I ადგილზე გასული საუკეთესო მომხსენებლის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის.
4. I ეტაპის საუკეთესო მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის II ეტაპზე (2020 წლის 20 ნოემბერს;
5. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ ექვემდებარება განხილვას.
6. საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით (10 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი ქართული ვერსიისათვის_ Sylfaen, შრიფტის ზომა – 12; რუსული და ინგლისური - Times New Roman);ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) 14 Bold; ძირითადი ტექსტი 12;ინტერვალი 1,5;გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
7. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე)
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
პროფესორი იური ანანიაშვილი
პროფესორი რევაზ გველესიანი
პროფესორი სიმონ გელაშვილი
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
პროფესორი მირიან ტუხაშვილი
პროფესორი ნუგზარ თოდუა
პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
პროფესორი დავით ნარმანია
პროფესორი დემურ სიჭინავა
პროფესორი ლევან საბაური
პროფესორი თეიმურაზ შენგელია
პროფესორი იოსებ ხელაშვილი
ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)
ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი
8. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
9. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი
გიორგი ღაღანიძე