2012-12-25

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის

დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№26/23-01                                          17.12.2012


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ,,უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით". აღნიშნულის ორგანიზებულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოწვევის წესი:
    ა)    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე იქმნება შესაბამისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    1.    ფაკულტეტის დეკანი;
    2.    აკადემიური პროგრამის კოორდინატორი/ხელმძღვანელი;
    3.    შესაბამისი აკადემიური პროგრამის განხორციელებაში ჩართული კათედრების ხელმძღვანელები;
    4.    დეკანის მოადგილე სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში;
    5.    ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსი.
    ბ)    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის წარმართვისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება დეკანის სახელზე, ავტობიოგრაფიული რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (არსებობის შემთხვევაში), ცნობა სხვა უნივერსიტეტ(ებ)ში აკადემიური დატვირთვის შესახებ;
    გ) კონკურსი (შერჩევის პროცესი) ტარდება ორ ეტაპად: I. კომისიის მიერ კონკურსანტის საბუთების განხილვა; II. პრეტენდენტთან გასაუბრება;
    დ) მოსაწვევი პირის შერჩევა განხორციელდება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის # 04/03 (18.08.2012) ბრძანების შესაბამისად;
    ე) კონკურსის შედეგების საფუძველზე კანდიდადტთა ერთიანი ბაზის ფორმირებას განახორციელებს დეკანის მოადგილე სამეცნიერო-საგანამანათლებლო სფეროში;
  2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად;
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი                                                 აკაკი ხელაძე

Print

« იხ. ყველა სიახლე