2015-06-26
ბრძანება №:16/29-1
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№16/29-1 18.06.2015
ქ.თბილისი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარების მიზნით დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი, რექტორი;
ბ ) თეიმურაზ ბერიძე – პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
გ) ელგუჯა მექვაბიშვილი – პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
დ) ნუგზარ თოდუა – პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ე) ირაკლი კოვზანაძე – პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვ) მაია მარგველაშვილი – პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზ) იაკობ მესხია – პროფესორი;
თ) დავით ნარმანია – პროფესორი;
ი) დემურ სიჭინავა – პროფესორი;
კ) გიორგი ღაღანიძე – პროფესორი;
ლ) თეიმურაზ შენგელია – პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
მ) ელენე ხარაბაძე – პროფესორი;
ნ) ნინო პაპაჩაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ო) ნინო ფარესაშვილი – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
პ) მანანა ლობჟანიძე – ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი.
2. დამტკიცდეს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარების მიზნით დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა – აკადემიკოსი, რექტორი;
ბ) თეიმურაზ ბერიძე – პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
გ) ელგუჯა მექვაბიშვილი – პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
დ) იური ანანიაშვილი – პროფესორი;
ე) სიმონ გელაშვილი – პროფესორი;
ვ) რევაზ გველესიანი – პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზ) ქეთევან მარშავა – პროფესორი;
თ) ავთანდილ სილაგაძე – აკადემიკოსი;
ი) მირიან ტუხაშვილი – პროფესორი;
კ) ნოდარ ხადური – პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ლ) ეთერ ხარაიშვილი – პროფესორი;
მ) ია ნაცვლიშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ნ) ნინო ფარესაშვილი – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
ო)მანანა ლობჟანიძე – ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი.
3. დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამაზე „ტურიზმი“ კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარების მიზნით დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია მარგველაშვილი – პროფესორი,სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ელგუჯა მექვაბიშვილი – პროფესორი,სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
გ) ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი;
დ) ნინო პაპაჩაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ე) მერაბ ხოხობაია – ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი.
4. სადოქტორო პროგრამაზე კონკურსში მონაწილე პირებთან გასაუბრების ჩატარდეს:
• ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე – 17.09.2015, 10:00 სთ.
• ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე – 18.09.2015, 10:00 სთ.
• ტურიზმის სადოქტორო პროგრამაზე – 18.09.2015, 17:00 სთ.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება