2012-04-30
ფაკულტეტზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№10/01-01 30. 04. 2012
№10/01-01 30. 04. 2012
ფაკულტეტზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ. ა. ხელაძე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დაევალოს ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებს ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია (ელექტრონული ფორმით) მიაწოდონ ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ღონისძიების დაგეგმვისა და დასრულების ეტაპებზე;
- დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს განათავსოს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დაგეგმვის და დასრულების ეტაპებზე;
- დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სისტემატურად განაახლოს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;
- ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში;
- ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ. ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე