2017-02-09
ბრძანება №:04/29 -01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№ 04/29 -01
09.02.2017
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი  ნუგზარ თოდუა;
გ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
დ) პროფესორი დავით ნარმანია;
ე) პროფესორი ავთანდილ სილაგაძე;
ვ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
ზ) პროფესორი თეიმურაზ შენგელია;
თ) პროფესორი  ეთერ ხარაიშვილი;                 
ი) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
კ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
ლ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
მ) ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
ნ) ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
ო) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;
პ) ასისტენტ-პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი – მდივანი.
2.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი № 513) განხორციელდეს:
ა) მოდული: თეორიული ეკონომიკა   27.02.2017, 10:00 სთ.;
ბ) მოდული: მაკროეკონომიკა 27.02.2017, 10:15 სთ.;
გ) მოდული: ეკონომიკური აზრის ისტორია 27.02.2017, 10:30 სთ.;
დ) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა 27.02.2017, 10:45 სთ.;
ე) მოდული: მარკეტინგი 27.02.2017, 11:00 სთ.;
ვ) მოდული: ტურიზმი 27.02.2017, 11:15 სთ.;
ზ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა  27.02.2017, 11:30 სთ.;
თ) მოდული: საერთაშორისო ბიზნესი 27.07.2016, 12:00 სთ.;
ი) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე 27.02.2017, 14:00 სთ.;
კ) მოდული: მენეჯმენტი 27.02.2017, 15:00 სთ.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი    თეიმურაზ ბერიძე   

« უკან დაბრუნება