2012-07-04
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№13/23-01 29. 06. 2012
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის (თსუ რექტორის 29.05.2012 ბრძანება №67/01-01) ორგანიზებულად ჩატარების მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შეიქმნას საკონკურსო საბუთების მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით: 1. კანცელარიის უფრ. სპეციალისტი ნინო ბუჯიაშვილი - აპარატის უფროსი, 2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. სპეციალისტი ნანა მაისურაძე 3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფრ. სპეციალისტი ლალი ჩიკვილაძე;
-
დაევალოს საკონკურსო საბუთების მიმღებ აპარატს 2012 წლის 2 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით საკონკურსო საბუთების მიღება 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შესვენება 13.00-14.00 სთ. შაბათ-კვირის გარდა (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 44 (ტურიზმის საერთაშორისო სკოლა), ოთახი N213);
-
განისაზღვროს საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღე _ 2012 წლის 16 და 17 ივლისი (10.00 - 17.00 სთ., შესვენება 13.00 -14.00 სთ.) შესაბამისი დოკუმენტაციის განმეორებით წარმოდგენის მიზნით იმ შემთხვევებისთვის, თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ დარღვეული იქნება განაცხადებისა და კონკურსანტის ანკეტის წარმოდგენის მოთხოვნები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის 17/2012 დადგენილების მე-9 პუნქტის შესაბამისად.
-
კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორცილებ პირადად;
-
ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე