2019-07-12
ბრძანება №:35/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 35/29 - 01
11.07.2019
ქ.თბილისისსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 03 ივლისის N11 ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ბექა თოფურია - „რისკების მართვა ტურიზმის ინდუსტრიაში (საქართველოს მაგალითზე)“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი
1.2. ცოტნე მარღია - „საქართველოს ეკონომიკის რეალური და ფინანსური სექტორების ურთიერთკავშირის მოდელირება და ანალიზი“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იური ანანიაშვილი
1.3. გიორგი კოკაია - „ სიღარიბის დაძლევის ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი
1.4. ნატო ხალაძე - „დასაქმების პრობლემები და მათი დაძლევის ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი
1.5. ამირან მაღლაკელიძე - „ დამწყებ მეწარმეთა ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი
1.6. ანი მეგრელიშვილი - ,,კონკურენცია საკომუნიკაციო ბაზარზე და საფასო ქცევის მოდელები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
1.7. ნინო ტალიკაძე - ,,ქართული საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტების კონკურენტუნარიანობა და წარმოების პერსპექტივები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
1.8. თამარ მოდებაძე - ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის როლი სამეურნეო სუბიექტის ფინანსური მდგომარეობისა და ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან საბაური
2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ვანო ბენიძეს, სადისერტაციო თემის: ,,კონკურენცია და ინოვაციური განვითარების ფაქტორები მცირე და საშუალო ბიზნესში“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: ,,წარმოების განვითარების ტენდენციები საქართველოში და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ფორმირებაში“.
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
3. ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქუთათელაძეს, სადისერტაციო თემის: ,,სასტუმრო მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის სტრატეგიები“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: "სასტუმრო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის საფუძველზე".
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება