2012-07-04
დ ე კ ა ნ ი ს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№12/01-01 19. 06. 2012
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თსუ X (მაღლივი) კორპუსის აუდიტორიებისა და სხვა ფართის განთავისუფლებისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განთავსების სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისათვის
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და დამხმარე პერსონალი გადავიდეს თსუ ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი, მიმდინარე წლის 21-22 ივნისს;
-
ადმინისტრაციის, აკადემიური და დამხმარე პერსონალის განთავსების სქემა წარმოადგინოს დეკანის მოადგილემ საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში არა უგვიანეს ა. წ. 20 ივნისისა;
-
ა. წ. 23 ივნისს თსუ X (მაღლივი) კორპუსში ჩატარდეს მხოლოდ სააუდიტორიო მეცადინეობები;
-
ა. წ. 20 ივნისს ჩატარდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის დროებით გამოყოფილი ფართის (თსუ X (მაღლივი) კორპუსის მარჯვენა ფლიგელი) დასუფთავების და აღჭურვის ღონისძიებები;
-
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის გაზაფხულის სემესტრში ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში;
-
მაგისტრატურის გაზაფხულის სემესტრში ფინალური გამოცდები ჩატარდეს N3 რესურს ცენტრში და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შენობაში, მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზ. 44.
-
გამოცდების ცხრილები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტი გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 19 ივნისისა.
-
ამ ბრძანებით შესასრულებელი ღონისძიებების დროულად განხორციელება დაევალოთ დეკანის მოადგილეებს;
-
ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
-
ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ. ა. ხელაძე
« იხ. ყველა სიახლე