2014-07-28
ბრძანება №:18/29 - 1
ყოფილი თეუსუ-ს ქუთაისის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობაზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვის მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 18/29 - 1
28.07.2014
ქ.თბილისი
ყოფილი თეუსუ-ს ქუთაისის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობაზე 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვის მიზნით კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის სპეციალობაზე შემდეგი შემადგენლობით:
ა)მოწვეული პროფესორი შალვა გოგიაშვილი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მოწვეული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი;
გ)მოწვეული პროფესორი ირინა გოგორიშვილი;
დ) მოწვეული პროფესორი ნონა ახვლედიანი;
ე)მოწვეული პროფესორი ნათელა ვაშაკიძე;
ვ) მოწვეული პროფესორი ზვიად ბეშქენაძე;
ზ)მოწვეული პროფესორი ემზარ ჯულაყიძე;
თ)მოწვეული პროფესორი ჯონი ბენდელიანი - მდივანი;
2. საბაკალავრო ნაშრომების დაცვა (ქ. ქუთაისი) ეკონომიკის სპეციალობაზე განხორციელდეს 29.07.2014, 12:00 სთ–ზე;
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება