2016-06-02

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია შემდეგ მიმართულებებზე.

24 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია შემდეგ მიმართულებებზე.
1. მარკეტინგის მიმართულება
2. მენეჯმენტის მიმართულება
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება
4. მაკროეკონომიკის მიმართულება
გამოვლინდა 10 საუკეთესო ნაშრომი, რომლებიც წასდგნენ აუდიტორიის წინაშე. მონაწილეებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები იყვნენ: ნინო ფარესაშვილი, ენვერ ლაგვილავა , მანანა ლობჟანიძე, მარინა ნაცვალაძე
საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
1 ადგილი - შვანგირაძე მათე, ნოზაძე ლია
2 ადგილი - მექვაბიშვილი თეონა
3 ადგილი - ჯაფარიძე ხატია









Print

« იხ. ყველა სიახლე