ეკონომისტების ახალი ბიბლიოთეკა
მიმდინარე სასწავლო წლის
მეორე სემესტრის დასაწყისში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ფონდ
“ქართუ”-ს მხარდაჭერით გაიხსნა ახალი ბიბლიოთეკა. უნივერსიტეტის X
კორპუსის მეორე სართულზე გაერთიანდა და გარემონტდა რამდენიმე აუდიტორია,
რომელიც აღიჭურვა ყველა საჭირო ახალი ინვენტარით (მაგიდები, სკამები,
თაროები, ფარდები) და კომპიუტერული ტექნიკით.
რაც მთავარია, ბიბლიოთეკა შეივსო თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურით - როგორც ქართული, ისე ინგლისურენოვანი გამოცემებით. აღსანიშნავია ბიბლიოთეკის EBSCO ინტერნეტ-ბაზები ელექტრონული ჟურნალ-გაზეთებით.
ბიბლიოთეკა გათვლილია 50-60 მკითხველზე. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა პრეზენტაციების, დაცვების, კონფერენციებისა თუ მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობა.. სწორედ ახლახანს წარმატებით ჩატარდა ბიზნეს-ოლიმპიადა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა..
“ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და შესაბამისად – ბიბლიოთეკის მაღალ დონეზე ორგანიზება ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლების უმთავრესი პირობაა”
ეკონომისტების ახალი ბიბლიოთეკა, თავისი წიგნადი ფონდითა და თანამედროვე უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით, სავსებით შეესაბამება მოწინავე ევროპული უნივერსიტეტების სტანდარტებს და დიდად წაადგება როფორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს თავიანთ საქმიანობაში

(სრ. პროფ.
ელგუჯა მექვაბიშვილი).
“ძალიან მიხარია, რომ სტუდენტებს გაგვიჩნდა საშუალება
აქვე გავეცნოთ საჭირო და ჩვენთვის ძვირადღირებულ ლიტერატურას, რაც
სტუდენტებისთვის დიდი შეღავათია. ასევე შეგვიძლია დღის ნებისმიერ
მონაკვეთში შეუზღუდავად გამოვიყენოთ ბიბლიოთეკის ინტერნეტ-საშუალებები. რომ
არა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ელენე
ხარაბაძის დიდი მონდომება, ასეთი ბიბლიოთეკა ჩვენ ალბათ კიდევ დიდ ხანს არ
გვექნებოდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მას”
(სტუდენტი
შოთა გურული).