2017-09-18

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა დღეს, 18 სექტემბერს, თსუ მაღლივი კორპუსის ეზოში. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. მისასალმებელი სიტყვით პირველკურსელებს მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ. სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ქალაქ თბილისის მერმა, პროფესორმა დავით ნარმანიამ, აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელმა, მაგისტრანტმა ალექსანდრე ყუბანეიშვილმა.

ფაკულტეტის დეკანმა თეიმურაზ ბერიძემ უნივერსიტეტის ფასიანი საჩუქრებითა და წიგნებით დააჯილდოვა ფაკულტეტის სამი ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელი: ანა ბაიაძე, ლუკა კანკავა და ცოტნე ცაავა. ანა ბაიაძემ მადლობა გადაიხადა საჩუქრებისათვის და ახალშეძენილ მეგობრებს უნივერიტეტელობა მიულოცა.

დამონატაჟებული ეკრანიდან პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა.

გაისმა აკადემიური ჰიმნი - გაუდეამიუს იგიტურ. ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გილოცავთ!





Print

« იხ. ყველა სიახლე