პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი) სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი სემესტრის სტუდენტებს და 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს. მონაწილეობისთვის სავალდებულოა, მსურველს ჰქონდეს GPA 3.0 ან მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ B (81-90% - ძალიან კარგი).
სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენ წერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯაროს სამსახურის ბიუროს. ამიტომ, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ა.წ. 11 მარტის 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში (თსუ II კორპუსი, პირველი სართული, ოთახი #103) და შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული საგანგებო ფორმა.
მსურველებს შეუძლიათ, ელექტრონულადაც გამოაგზავნონ შევსებული და ხელმოწერილი ფორმა. ამისთვის მოგვწერეთ მისამართზე: career@tsu.ge. ელექტრონულად ფორმების გამოგზავნა შესაძლებელია 12 მარტის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებ-გვერდი: http://stajireba.gov.ge
ან დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს:
ტელ: 2197755, ელ- ფოსტა: info@csb.gov.ge
საქართველოს მთავრობის დადგენილების სანახავად მიჰყევით ბმულს.