2019-10-09

სტუდენტთა საყურადღებოდ! გამოცხადდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სტუდენტური კონკურსი

თუ გსურს დასაქმდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ოფისში და ბანკს მიაწოდო შენი იდეები, ჩაები სტუდენტური კონკურსში და გაიმარჯვე!

საქართველოში მოქმედ სხვადსხვა უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს,  ეძლევათ შანსი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) დაეხმარონ პრიორიტეტების განსაზღვრაში საქართველოში.

ბანკი სტუდენტებს სთავაზობს აკადემიური პერსონალის კურატორობის ქვეშ, შექმნან მცირე ზომის გუნდები და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. მათი ამოცანაა საქართველოში ბიზნესის წინაშე მდგარი ამოცანების იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. სტუდენტური იდეები ხელს შეუწყობს EBRD– ს საქართველოში სამომავლო საქმიანობასა და ინვესტიციების ფორმირებაში!

გუნდურ კონკურსს აქვს ოთხი ეტაპი:
• შეადგინეთ მოკლე კონცეფციის ჩანაწერი (მაქსიმუმ 700 სიტყვა), რომელიც განსაზღვრავს დაბრკოლებას და განმარტავს მის მნიშვნელობას;
• დაესწროთ EBRD– ს მიერ ორგანიზებულ სემინარს, შემდგომი განხილვის მიზნით;
• დაწერეთ დასკვნითი ნაშრომი (მაქსიმუმ 4000 სიტყვა), რომელშიც აღწერილი იქნება თქვენი გუნდის დასკვნები და მათი პოლიტიკის შედეგები,
• წარუდგინეთ თქვენი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟიურის.

გამარჯვებულების იდეები აისახება საქართველოს შესახებ EBRD– ს მომავალ ანგარიშში. ასევე სტუდენტებს ექნებათ შანსი, ერთი კვირის განმავლობაში, იმუშაონ EBRD– ის ოფისში თბილისში!


2 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ EBRD– ს კიევის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელი ანა კრესიჩი და EBRD– ს თბილისის ოფისის წარმომადგენლები.



Print

« იხ. ყველა სიახლე