ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონკურენციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაფრომდა. მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ხელს შეუწყობენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას და კვალიფიციური კადრების მომზადებას; სამეცნიერო და შემეცნებით პროექტებს. თსუ და კონკურენციის სააგენტო დაგეგმავენ ერთობლივ პროექტებს, სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებს; მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დონის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისზიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან სააგენტოში.