უშანგი სამადაშვილის წიგნის: „დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის უშანგი სამადაშვილის წიგნის: „ დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი “ პრეზენტაცია გაიმართება 30 ივნისს, 12:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია!
ნაშრომში საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე დასაბუთებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ობიექტური აუცილებლობა და განსზაღვრულია ძირითადი პრიორიტეტები .
შემუშავებულია წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სავაჭრო პარტნიორების , პროდუქციისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიკაციის შესახებ , რომელთა რეალიზაცია , ავტორის აზრით , ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას , ნაზრდი შემოსავლის მიზნობრივ , სამართლიან განაწილებას , მოსახლეობის საყოველთაო , დიფერენციულ კეთილდღეობას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეში კანონზომიერი სიამაყისა და ქვეყნისადმი პატრიოტიზმის გრძნობის ჩამოყალიბებას . გამოკვლევის ძირითადი ფასეულობაა ახალი იდეები , მათი თეორიულ - პრაქტიკული ხასიათი და საქართველოს პირობებთან და თავისებურებთან ადაპტირება .
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბაკალავრების , მაგისტრანტების , დოქტორანტების , პროფესორ - მასწავლებლების , დამწყები და მოქმედი მეწარმეებისა და მენეჯერებისათვის , ასევე , დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის .
რედაქტორი
:
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თ . ბერიძე .
რეცენზენტები :
1. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თ . შენგელია
2. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი შ . ვეშაპიძე
უშანგი სამადაშვილი . დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი . გამომცემლობა " უნივერსალი ", თბ ., 2016 წ . -180 გვ .
« იხ. ყველა სიახლე