ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-28

თამარ გოგოხიას ნახატების გამოფენა

თბილისის 161- საჯარო სკოლის მე -9 კლასის მოსწავლის თამარ გოგოხიას ნახატების გამოფენა თსუ-ის მაღლივ კორპუსში

28 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში მოეწყო თბილისის 161- საჯარო სკოლის მე -9 კლასის მოსწავლის , თამარ გოგოხიას ნახატების გამოფენა .

გამოფენა გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. გამოფენის გახსნას დაესწრნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ყველა მოიხიბლა ახალგაზრდა დამწყები მხატვრის ნამუშევრებით და წარმატებები უსურვეს მას მომავალში.


თამარ გოგოხია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერის და პედაგოგის, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორის, პროფესორ რევაზ გოგოხიას შვილიშვილ ია.










Print

« იხ. ყველა სიახლე