ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-10

წარმომადგენლობითი მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმზე იტალიაში


2015 წლის 21-23 იანვარს იტალიის ქალაქ პერუჯის უნივერსიტეტში (Università per Stranieri di Perugia, Perugia, Italy) გაიმართა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (იტალია)მიერ ორგანიზებული მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი„მიღწევები ბიზნესის მენეჯმენტში. სისტემური მიდგომის კვადაკვალ“.



სიმპოზიუმზე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან წარდგენილი იყო 4 მოხსენება (მ.შ. 1 სასტენდო მოხსენება), კერძოდ:
-    ასოც. პროფ. ი. გაგნიძე, „კლასტერის წევრობა - ბიზნესის მენეჯმენტის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა“ (Membership of Cluster – One of the Ways to Business Management Improvement);
-    ასოც. პროფ. ი. გოგორიშვილი, „სოციალური პასუხისმგებლობის ჩართვა ბიზნეს-ინჟინერინგის პროცესში“ (Expansion of Social Responsibility in the Business Process Engineering) - სასტენდო მოხსენება.
-    ასოც. პროფ. ნ. ხარაძე, ასისტ. პროფ. ე. გულუა, „ცოდნაზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურის განვითარების გამოწვევები პოსტ-საბჭოთა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესში“ (Knowledge-Based Organizational Culture Development Challenges in Small and Medium Sized Enterprises of Post-Soviet Georgia)
-    ასისტ. პროფ. რ. სეთურიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი სახელმწიფო სექტორის მართვის სრულყოფაში (საქართველოს საბაჟოს მაგალითზე) (Role of the informational technologies in the improvement of the state sector (on the Example of the customs of Georgia))



სიმპოზიუმის მონაწილეების მოხსენებებმა ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, დაისვა შეკითხვები, რომლებსაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხი გასცეს.



სიმპოზიუმის ქართველი მონაწილეები დაესწრნენ პრაქტიკულ სესიას - „იფიქრე ზეგავლენისთვის“ პრეზენტაცია, კოორდინატორები პროფ. ოკი ბოხი და ნამ ნგუენი (ადელაიდის უნივერსიტეტი, ავსტრალია) ("THINK2IMPACTTM – Taking Systems Thinking to global organisa-tions and communities.Coordinators: Ockie Bosch, Nam Nguyen.). აღნიშნული პრეზენტაცია 19 იანვარს ასევე შედგა რომის ლა საპიენზას უნივერსიტეტშიც. პროგრამა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ვიეტნამში და ვფიქრობთ, საიტერესო იქნება მისი დანერგვა საქართველოშიც.



სიმპოზიუმის ქართველი მონაწილეები დაესწრნენ ვორქშოფს „ერაზმუს+ ჰორაიზონ 2020-ის საპირწონედ“ (WORKSHOP ERASMUS+ vs HORIZON2020), რომლის კოორდინატორები იყვნენ ასოციაციის „ევროპა 2020“-ის წარმომადგენლები: ამბრა ბოგიონე და ემილიანო ჩიპოლა (Ambra Boggione, Emiliano Cipolla (AssociazioneEuropa2020).



ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო დირექტორთან, დოქტორ განდოლფო დომინიჩისთან (რომელიც ასევე არის ამავე საზოგადოების მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ბაზრებისა და ბიზნეს სისტემების საერთაშორისო ჟურნალი“ [International Journal of Markets and Business Systems – IJMABS; ISSN: 2056-4112 (Print), ISSN: 2056-4120 (Online)]მთავარი რედაქტორი) რომში გაიმართა ქართველ მონაწილეთა შეხვედრა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორისერთ-ერთია მოსაზრება საქართველოში, თსუ-ში  საზაფხულო სკოლის ერთობლივად ჩატარების შესახებ.

ამგვარად, საერთაშორისო სიმპოზიუმზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა თსუ-ს საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი ფაქტია.

Print

« იხ. ყველა სიახლე