ა.წ. 8-11 ოქტომბერს, აშშ ქალაქ ბოსტონში (მასაჩუსეტსის შტატი) ჩატარდა საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოების (International Atlantic Economic Society) მე-80 კონფერენცია, რომლის მუშაობაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გამოვიდა მოხსენებით „ეკონომიკური ზრდის მიხედვით დიდი ოცეულის მოწინავე ქვეყნების შესახებ (მკვეთრი ზრდის ეფექტის პრობლემა)“, ხოლო პროფესორ თეიმურაზ ბერიძის მოხსენების თემა იყო: „საკუთრების ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები (საქართველოს მაგალითზე)“