2013-11-11

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებსა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ


თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებსა და პროექტების ცენტრ „იდეა“-სთან 2003 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მოქმედებს ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორია. საქმიანობის გაღრმავება-გაფართოებისა და დასახული გეგმების განხორციელების მიზნით 2013 წლის 13 ნოემბერს, ოთხშაბათს, 15 საათზე შედგება  შეხვედრა მაღლივი კორპუსის #1211 ოთახში. ვიწვევთ თსუ-ს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), მათ შორის ქართველ ებრაელებს. საკონტაქტო პირი - პროფ. გიორგი შიხაშვილი  (მობ. 577 – 970277,  giorgi.shikhashvili@tsu.ge)



ლექცია ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში, 2.11.13

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრმა „იდეა“-მ 2 ნოემბერს თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე: „დროის მართვა“. ლექციას უძღვებოდნენ ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი  სტუდენტები: ჯული ოქრომჭედლიშვილი, ლევან ტეფნაძე და შორენა გოგიძე.



ლექცია-სემინარი მცხეთის მართლმადიდებლურ სკოლაში, 29.10.13

ანალოგიური ლექცია-სემინარი სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრმა „იდეა“-მ ჩაატარა 29 ოქტომბერს  წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის მცხეთის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში. ლექცია-სემინარს უძღვებოდნენ ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი  სტუდენტები: ნესტან აბრამიშვილი, ჯული ოქრომჭედლიშვილი, ნინო ხარისთვალაშვილი, ირაკლი სვანიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“-ს  ჟურნალისტმა  ნატო ობოლაძემ და ფოტორეპორტიორმა ანი ბოლქვაძემ და თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ქეთევან გაბოშვილმა. ლექციის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა მოილოცეს სვეტიცხოვლის და სამთავროს ტაძრები და წმ. გაბრიელ ბერის საფლავი.  დღის ბოლოს მოეწყო ერთობლივი ტრაპეზი.



ლექცია-სემინარი გორის გიმნაზიაში, 22.10.13

ანალოგიური ლექცია-სემინარი ცენტრმა „იდეა“-მ ჩაატარა  22 ოქტომბერს, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში უფროსკლასელთათვის ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: „დროის მართვა“. ლექცია-სემინარს გაუძღვნენ ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი გიორგი შიხაშვილი და მისი ასისტენტები, ცენტრის წევრი სტუდენტები: ქეთი კორძაძე, თორნიკე ბერიძე, ლევან ტეფნაძე, შორენა გოგიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: თსუ-ს რექტორის მრჩეველებმა ირაკლი მურცხვალაძემ და ვახტანგ ჭარაიამ, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტი“-ს რედაქტორმა ნინო კაკულიამ და ჟურნალისტმა ნატო ობოლაძემ. ლექციის შემდეგ, გიმნაზიის დირექტორთან, მღვდელ ბორის ნიჩიპეროვიჩთან და მღვდელ ზაზა სოსიაშვილთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებმა მოილოცეს ატენის სიონის ტაძარი. დღის ბოლოს მოეწყო ერთობლივი ტრაპეზი.
 
 

Print

« იხ. ყველა სიახლე