კომპანიის დასახელება BDO Solutions
ვაკანსია მხარდაჭერის კონსულტანტი (სტაჟიორი)
ადგილმდებარეობა თბილისი
აღწერა
კომპანია ბიდიო სოლუშენსი კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.
კომპანია BDO Solutions აცხადებს 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას მხარდაჭერისა და სტანდარტული სერვისების დეპარტამენტში.
ფუნქცია/მოვალეობები:
• კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება
• ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
• პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება
• მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან გამოყენებითი მათემატიკის განხრით, განიხილებიან მე-3 კურსის სტუდენტებიც
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ACCA - ის სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
• რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
• ინგლისური ენის ცოდნა
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე
hr@bdo.ge
. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „მხარდაჭერის კონსულტანტი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.05.2017
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.