ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა რუსუდან სეთურიძემ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერასმუს+“-ის ფარგლებში დაფინანსებულ აკადემიური პერსონალის მობილობის კონკურსში გაიმარჯვა და მიწვევა მიიღო სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავას კომენიუსის ეროვნული უნივერსიტეტიდან.
კომენიუსის ეროვნული უნივერისტეტი 1919 წელს დაარსდა. ის უძველესი და ყველაზე დიდი უნივერსიტეტია სლოვაკეთში. უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია გაერთიანებული და 27 000 სტუდენტი სწავლობს, აქედან 2400 უცხოელი სტუდენტია მსოფლიოს 70 ქვეყნიდან.
იხილეთ ბმული:
სამუშაო ვიზიტის დროს, 2016 წლის 18-24 აპრილის ჩათვლით, რუსუდან სეთურიძემ ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს წაუკითხა 8 საათიანი სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობა „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კურსიდან „საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი“, რამაც სტუდენტთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
რუსუდან სეთურიძე მობილობის პერიოდში დაესწო ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორ Pitonakova-ს ლექცია-სემინარებს, ჰქონდა საინტერესო შეხვედრები კომენიუსის უნივერსიტეტის პროფესორებთან. შეხვედრები შედგა, როგორც სწავლების მეთოდების გაზიარების კუთხით, ასევე ერთობლივ სამეცნიერო მუშაობის პერსპექტივებთან დაკავშირებით. სოციალური და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან (საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით) ბატონ Peter Bronis-თან და ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორთან Pitonakova-თან სამუშაო შეხვედრის დროს დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები სასწავლო და სამეცნიერო კუთხით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით დაიბადა ეკონომიკაში ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის იდეა.