2013-12-13
საერთაშორისო ბიზნესის კათედრა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ავითარებს
2013 წლის 21-22 ნოემბერს ქ. კიევში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელების ტრანფორმაცია გლობალიზაციის პირობებში“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კიევის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), მოლდოვის ეკონომიკური აკადემია (მოლდოვა), ბელორუსიის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტი (ბელორუსი) და ბუდაპეშტის ეკონომიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი).
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და დიპლომატიური წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მწვავე დისკუსიები გაიმართა ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს მხირიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იაშა მესხიამ და ამავე კათედრის ასოცირებულმა პროფესორებმა ლარისა ყორღანაშვილმა და შოთა შაბურიშვილმა. პროფესორმა ი. მესხიამ და ასოცირებულმა პროფესორმა შ. შაბურიშვილმა პლენარულ სხდომაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე „საქართველოს ეკონომიკური გავითარების თავისებურებები პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში: შედეგები და პროგნოზები“, ასოცირებულმა პროფესორმა ლ. ყორღანაშვილმა – „პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრანსფორმაციის ზოგიერთი შედეგი“. აღნიშნულმა საკითხებმა აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
კონფერენციის ორგანიზატორებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს ქართულ მხარესთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. გამოითქვა სურვილები სამეცნიერო და სასწავლო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც გაამარტივებს ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სტუდენტთა საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზებასა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვას.
კონფერენციაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ღია ეროვნული ეკონომიკის განვითარების კონცეფციები და მოდელები;
- სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ფორმირებაში;
- ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტი გლობალიზაციის პირობებში;
- ეროვნული ეკონომიკის განვითარების საინფორმაციო-კომუნიკაციური მდგენელი;
- საქონელბრუნვის სფეროს განვითარება ეკონომიკური ზრდის ფაქტორების სისტემაში;
- საწარმოების ინოვაციური განვითარება;
- ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და გარემოს დაცვის გლობალური პრობლემები.

« იხ. ყველა სიახლე