ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-13

საქმიანი შეხვედრა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ში

საქმიანი შეხვედრა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ში
 
მიმდინარე  წლის 10  მაისს თსუ მაღლივ კორპუსში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“ კაბინეტში (ოთახი #1211) გაიმართა საქმიანი შეხვედრა ცენტრის წევრებსა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ბატონ თეიმურაზ ბერიძეს შორის.
ცენტრი „იდეა“–ს წევრები 2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მუშაობენ III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციის მომზადებაზე, რომელიც  გაიმართება მიმდინარე წლის 17-18 მაისს.        
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან ცენტრის წევრი სტუდენტები: სალომე სალია, მარიამ ლაშხი, ნიკა კახიძე, ტონი ძნელაძე, გვანცა კურატიშვილი, მარიამ ჯიბუტი, ნია თოდუა, საბა ბერიაშვილი, თეიმურაზ ჩუბინიძე, შოთა გაბადაძე, იულია ჯანაშვილი, მთვარისა ქვრივიშვილი, მარიამ მარსაგიშვილი.
შეხვედრაზი აგრეთვე განხილულ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განვითარების კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები.
ცენტრის მუშაობას  საერთო ხელმძღვანელობას უწევს ცენტრის დირექტორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი.
პროექტებზე მუშაობაში ჩართული არიან ცენტრ „იდეას“ დანარჩენი წევრები და ასევე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სხვა წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა თეიმურაზ ბერიძემ აღნიშნა, რომ ცენტრი „იდეა“ ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივად ჩართულია აქტიურ ღონისძიებებში და ახორციელებს ისეთ  პროექტებს, რომლებიც სტუდენტებს ხელს შეუწყობს სამეცნიერო-პროფესიულ  წინსვლაში. ბატონმა თეიმურაზმა განაცხადა: „ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტთა ჩართულობა სამეცნიერო პროექტებში“.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა ამ დროისთვის უკვე დაამუშავეს თემები საქართველო-ისრაელის ურთიერთობების პროგრამისთვის, რომელიც ამჟამად მოიცავს ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაციასა და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ბატონმა თეიმურაზ ბერიძემ სტუდენტებს მიაწოდა სასარგებლო რჩევები და მხარდაჭერა გამოუცხადა ცენტრ „იდეას“.

გვანცა კურატიშვილი,
ცენტრ „იდეა“-ს წევრი, I კურსის სტუდენტი
12.05.16



Print

« იხ. ყველა სიახლე