ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-16

ინფორმაცია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის


სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გვთავაზობს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისრატურის სტუდენტებთან შეხვედრას მათი სტაჟირების და შემდგომში დასაქმების მიზნით ა.წ. 19 ივნისისს 13.00 სთ. თსუ პირველი კორპუსის 115–ე აუდიტორიაში.

სტუდენტებთან შეხვედრას ბიუროს უფროსთან ერთად დაესწრება ექსპერტიზის ბიუროს ყველა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაც სტუდენტები მომავალში სტაჟირებას გაივლიან.

მოწვეული უნივერსიტეტები: ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფოუნივერსიტეტი; ილიაუნი; ტექნიკურიუნივერსიტეტი; აგრარულიუნივერსიტეტი; თავისუფალიუნივერსიტეტი.

ცხადდება კონკურსი სტაჟირებაზე შემდეგ დეპარტამენტებში:
•    კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ავტოტექნიკური, ფონოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიურიექპერტიზა) 6 სტაჟიორი.

•    საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი (საინჟინრო ექსპერტიზა, სამშენებლო ექსპერტიზა) 5 სტაჟიორი.

•    ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ნავთობ-პროდუქტებისექსპერტიზა) 3 სტაჟიორი.

•    ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი 4 სტაჟიორი.

•    სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი 5 სტაჟიორი.

•    შაინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი (ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიები) 3 სტაჟიორი.

მოთხოვნები/პირობები :
დამთავრებული უნდა ქონდეს შესაბამისიპროფილის მაგისტრატურა.
სტაჟიორების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. კონკურსის პირობები გამოქვეყნდება HR.GOV.GE და JOBS.GE-ზე.
კონკურსის პირველი ტური/ გადარჩევა მოხდება შემოტანილი დოკუმენტაციის (ჩV, სამოტივაციო წერილი, ა.შ.) საფუძველზე.

სტაჟირება გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში. სტაჟირების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება.

წლის ბოლოს დეპარტამენტში არსებულ სტაჟიორთაგან გამოვლინდება საუკეთესო, რომელთანაც ბიურო გააფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე