ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-03

დამამთავრებელი კურსების სტუდენტების და მაგისტრანტების საყურადღებოდ!


შპს "აპექსი"-ს ესაჭიროება 20 სტაჟიორი. ყველაზეწარმატებული 4 კურსდამთავრებული მიიღებს შეთავაზებას დასაქმებაზე. ყველა, ვინც დადებითი შეფასებით დაამთავრებს სტაჟირებას, ჩაირიცხება რეზერვში.

შპს "აპექსი" ახორციელებს ბიზნეს კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისათვის შეიქმნა საკუთარი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მრავალ ქართულ მსხვილ კომპანიაში.

სტაჟირების მიზანია, შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ჯგუფში მუშაობას, კლიენტების პერსონალის გადამზადებას და მათ შემდგომ კონსულტირებას.

სტაჟირების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლას და პროგრამული უზრუნველყოფა "აპექსი"-ს მოხმარების შესწავლას.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
დასაქმება ხდება მხოლოდ სრულ განაკვეთზე, გრძელვადიანი კონტრაქტით!
სტაჟირების ხანგრძლივობაა 8 კვირა.
სწავლება ტარდება ყოველდღე - 2 ასტრონომიული საათი.
დასვენების დღე: კვირა.

შერჩევა - ორე ტაპად:

1. CV-ების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს CV-ის მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
2. ინდივიდუალური გასაუბრება და ტესტირება. ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ და მარტივ ბუღალტრულ ამოცანებს.
სტაჟიორები სახელმძღვანელოს და დავალებებს მიიღებენ ელექტრონულად.
გასაუბრება და ტესტირება ჩატარდება გამჭვირვალედ. შერჩეული სტაჟიორები ყოველი კვირის ბოლოს გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტირებას. გარიცხული სტაჟიორების ადგილს დაიკავებს რეიტინგში მომდევნო პიროვნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი ელექტრონულ მისამართზე: 
g.goguadze@apex.ge.

ყურადღება: სტაჟირება უფასოა!
გასაუბრებები შედგება 7, 14, 21 თებერვალს 11 საათზე.
სტაჟირება დაიწყება 24 თებერვალს.
განაცხადების მიღება შეწყდება ჯგუფების შევსებისთანავე!

დამატებითი ინფორმაცია შპს "აპექსი"-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.apex.ge და
http://support.apex.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე