2015-05-21
აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის 110 წლის იუბილე თსუ-ში
21 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გაიმართა ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელის აკადემიკოს
ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ოთარ კვესიტაძემ, საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარემ, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, ცნობილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ფინანსური თეორიების მეცნიერულ დამუშავებაში. იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის პრობლემების კვლევის მთავარ სამეცნიერო ცენტრს - თსუ ფინანსებისა და კრედიტის კათედრას. გამოაქვეყნა 205-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი ნაშრომების უმეტესი ნაწილი ეძღვნებოდა ფინანსების თეორიას, ეკონომიკის დარგთა ფინანსებს, ფინანსების ისტორიას, ეკონომიკური აზრის ისტორიას, ეკონომიკურ ტერმინოლოგიას და სხვა. ვასილ ჩანტლაძის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.
საიუბილეო ღონისძიება აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძისა და აკადემიკოს პაატა გუგუშვილის საფლავების გვირგვინებით შემკობის ცერემონიალით დაიწყო.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა.

« იხ. ყველა სიახლე