2019-06-12

ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორის ულრიკე გროტეს ვიზიტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ა. წ. 11 ივნისს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრობდა ჰანოვერის უნივერსიტეტის გარემოს ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის ინსტიტუტის დირექტორი,  პროფესორი ულრიკე  გროტე.  გაიმართა შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გიორგი ღაღანიძესთან, რომლის დროსაც განხილული იქნა თანამშრომლობის კონკრეტული პერსპექტივები. შეხვედრის შემდეგ გერმანელმა სტუმარმა სტუდენტებისათვის ინგლისურ ენაზე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „დიგიტალიზაცია:  მდგრადი  განვითარების შესაძლებლობები  და  რისკები“.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ლექციაზე განხილული საკითხები მეტად საინტერესო იყო და ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ მათთვის სასარგებლო იქნება უცხოელი პროფესორების ლექციების უფრო ხშირად მოსმენა.

პროფესორი ულრიკე  გროტე ფაკულტეტზე იმყოფებოდა ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სიმონ გელაშვილის მოწვევით. 










Print

« იხ. ყველა სიახლე