19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო“, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი-2” და მომსახურების დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში უმასპინძლეს.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ გაცნობოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების გატარების პროცესს, ასევე, მიიღეს ინფორმაცია სერვისცენტრის მიერ დანერგილი მომსახურების შესახებ.