შეხვედრას უძღვებოდა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე.
ბატონმა იან მიხალეკმა წარმოადგინა ვარშავის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროცესების ძირითად მმართულებები, ეკონომიკის ფაკულტეტის სტრუქტურა, არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, გაგვაცნო ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტები.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა აზრთა გაზიარება, დაიგეგმა ორ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები.