2020-07-13
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესი
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესი
(2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
•
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება Zoom-ის საშუალებით (წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება დეკანის ბრძანებით);
•
ბრძანება განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ასევე კათედრები აღნიშნულ ინფორმაციას აცნობებენ მაგისტრანტებს;
•
zoom-ში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად შედგენილი კომისიის თავმჯდომარის ID მისამართით და პაროლით, რომელიც წინასწარ ეცნობებათ მაგისტრანტებს;
•
მაგისტრები სამაგისტრო ნაშრომების მატერიალურ ვერსიას (შემოწმებული პლაგიატზე), შესაბამისი რეცენზიებით, წარადგენს კათედრაზე. კათედრა აღნიშნულ მასალებს გადააბარებს კომისიის მდივანს;
•
სამაგისტრო ნაშრომებისა და რეცენზენტების ელ. ვერსიების თავმოყრის ორგანიზებას განახორციელებს შესაბამისი კათედრა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გადააგზავნის კომისიის მდივანთან;
•
მაგისტრანტს ევალება CD-ზე ჩაწერილი წარმოადგინოს როგორც სამაგისტრო ნაშრომი, ასევე რეცენზიებისა და ხელმძღვანელის დასკვნის სკანირებული ვერსიები;
•
კომისიის მდივანი მაგისტრანტების მიერ წარმოდგენილი მასალის ელ. ვერსიას (სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე) გადაუგზავნის კომისიის წევრებს;
•
სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაციის დრო განსაზღვრული იქნება თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრისთვის. მაგისტრანტს უფლება აქვს დაესწროს სამაგისტრო ნაშრომების დაცვას.
« იხ. ყველა სიახლე