2014-09-24
გსურთ წახვიდეთ გერმანიაში სასწავლებლად და მოიპოვოთ DAAD-ს სტიპენდია? მაშინ მობრძანდით საინფორმაციო შეხვედრაზე გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელთან.
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ს თბილისის ბიუროს ახალი ხელმძღვანელის ბატონ მარტინ პრაქსენტალერის (Dr. Martin Praxenthaler) შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან, დოქტორანტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართება ოთხშაბათს, 1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.საუბარი შეეხება DAAD-ს დაფინანსების, სტიპენდიებისა და გრანტების მოპოვების შესაძლებლობებს როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისათვის!
სამუშაო ენა ინგლისური, გერმანული და ქართული.
« იხ. ყველა სიახლე