ბანკი „რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე. (Customer Service Officer)


პოზიციის სახელწოდება:  კლიენტთა მომსახურების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: ბანკ „რესპუბლიკის“ თბილისის ფილიალები
კონტრაქტი:  სარეზერვო
ანაზღაურება:  15 ლარი ყოველ ნამუშევარ დღეზე


ძირითადი მოვალეობები:

•    ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  საბარათე,  საანაბრე ანგარიშების გახსნა–დახურვა, ცვლილება, ოპერაციების წარმოება.  
•    ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების საქმიანობის განხორციელება
•    ინტერნეტ საბანკო მომსახურება
•    ორგანიზაციების სახელფასო პროგრამით მომსახურება
•    სწრაფი ფულადი გზავნილების და გადარიცხვების განხორციელება
•    ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
•    საბანკო გადარიცხვების (ადგილობრივი და საერთაშორისო) შესრულება
•    ვალუტის გაცვლა

მოთხოვნები:

•    განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/ფინანსების სფეროში
•    პიროვნული უნარ-ჩვევები: კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით, მოწესრიგებული, ენერგიული
•    ენები:  ინგლისური , რუსული (საშუალო დონე)


ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და ფოტო  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@republic.ge არა უგვიანეს 2013 წლის 18  მაისისა. გთხოვთ  პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ მეილის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.