ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-19

ყურადღება! კონკურსი ბრემენის უნივერსტიეტში სამაგისტრო სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებელად!

გაცნობებთ, რომ თსუ-ში მომდინარეობს კონკურსი ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამში მონაწილეობაზე, რომელიც 2014 -2015 სასწავლო წლისთვის განხორციელედება კომპანია "British American Tobacco“-ს ფინანსური  ხელშეწყობით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და მაგისტრატურის პირველი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება უტოლდება 3.0 GPA-ს  და რომლებიც ფლობენ ორ უცხო ენას: ინგლისურ ენას - B2 და გერმანულ ენას - B1 დონეზე და აქვთ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი).

კონკურსი შედგება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იქნება ელექტრონული რეგისტრაცია, მეორე ეტაპი კი განხორციელდება გასაუბრების სახით, რომელსაც თსუ-ში ჩაატარებს სპეციალურად შექმნილი ბორდი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:
http://www.uni-bremen.de/en_/studies/application-enrolment/master.html


კონკურსზე ელექტრონულად დარეგისტრირების ბოლო ვადაა:  2014 წლის 31 მაისი

სარეგისტრაციო პორტალზე ასატვირთი დოკუმენტების შეახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში.

დანართი 1 -  english                              

დანართი 2 - deutsch

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს (irina.gamkrelidze@tsu.ge) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204), ტელ.: +995 32. 225 02 12, მობ.:  +995 77. 385 743.

Print

« იხ. ყველა სიახლე