ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-02

სტუდენტური-სამეცნერო კონფერენცია

2017 წლის 1 აპრილს GBDC –მ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, სტუდენტური რესურსების ინკუბირებისა და აგროპორტალის პროგრამის ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პროფესორ-მასწავლებლებთან და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით ჩატარდა სტუდენტური-სამეცნერო კონფერენცია: „სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა:
•    ქართულ აგრო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის მექანიზმების ძიებას
•    სტუდენტური ბაზის შექმნა GBDC–ის მომავალი საქმიანობისათვის.

ეს იყო GBDC-ის მიერ ორგანიზებული პირველი კონფერენცია, რომლის დაგეგმვაშიც მონაწილებდნენ როგორც GBDC-ის მმართველი გუნდი, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუდნეტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ აგრო პორტალის პროგრამაში და გაიარონ სტაჟირება GBDC-ში.

ღონისძიების სპონსორები:
•    არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ ელექტრონული წიგნების სახლი
•    „საბა“- წიგნების მრავალფეროვანი ელექტრონული პლათფორმა.
•    ღვინის მწარმოებელი კომპანია - „ შატო ამირეჯიბი“
•    ყავის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია „ჩერი“
•    კომპანია „წყალი მარგებელი“ – „ ბახმაროს“ მწარმოებელი კომპანია
•     „დარჩიაშვილების ბიო მარანი“ - ღვინის მწარმოებელი კომპანია





Print

« იხ. ყველა სიახლე