ა.წ 17 ივნისს, ქუთაისში ჩატარდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუდენტები, აკადემიური სფეროსა და ადგილობრივივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ეს იყო პირვე;ლი ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ექსპერტების რეგიონებში გასვლას და კონფერენციების მეშვეობით ტურიზმის სფეროში ადგილზე არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის აქტიურ ინტეგრირებას. რაც ამ პროცესში, თბილისისა და რეგიონების სასწავლებლების სტუდენტების აქტიურ ჩართვას, ურთიერთიბების განვითარებას და ერთიან კვლევითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტებმა. როგორც აკადენიური სფეროს წარმომადგენელი ღონისძიებაში მიწვეული იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ქ. ქუთაისის, ტყიბულისა და ბაღდათისა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტურისტული კომპანიების თანამშრომლები და ღონისძიების სპონსორები.
მუშაობის პროცესში, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები. მოხდა აზრთა და გამოცდილების აქტიური გაზიარება, მუშაობა ერთხმად შეფასდა დადებითად და ყველა მხარის მიერ გამოითქვა სურვილი ამ პროგრამის გაგრძელების თაობაზე. შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია აჭარა-გურიის რეგიონში მიმდინარე წლის ზაფხულში.