ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-10

პროფესორ თეიმურაზ ბერიძის საჯარო ლექცია მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტს, სადაც იგი გაემგზავრა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ალექსანდრე აუზანის მიწვევით.
ა.წ. 7 ივლისს მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკა ვარდების რევოლუციის შემდეგ“, რომელსაც ესწრებოდნენ ლომონოსოვის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 
Print

« იხ. ყველა სიახლე