2015-07-03
9 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:
„თეოლოგია და ეკონომიკა (ქრისტიანული პარადიგმა)“.
ლექცია თსუ რექტორის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის "პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან" ფარგლებში გაიმართება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე